EducationUSA-ის ლიდერთა აკადემია - სააპლიკაციო ფორმა

EducationUSA-ის საგანმანათლებლო ქსელი

EducationUSA (განათლება ამერიკაში) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ქსელი, რომელიც მოიცავს 400-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტთა საკონსულტაციო ცენტრს 170-ზე მეტ ქვეყანაში. ქსელი ხელს უწყობს ამერიკული უმაღლესი განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, რომლითაც სარგებლობს 18 მილიონზე მეტი სტუდენტი და მშობელი მსოფლიო მასშტაბით. კონსულტაციები გულისხმობს აშშ-ში აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღების შესაძლებლობებზე უახლესი, სწორი და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას.

საქართველოში EducationUSA-ის ქსელს 2006 წლიდან წარმოადგენს საერთაშორისო განათლების ცენტრი. ქსელი ფუნქციონირებს ვაშინგტონში ამერიკული საბჭოებისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით.

რა არის EducationUSA-ის ლიდერთა აკადემია?

EducationUSA იწყებს ქსელის მთავარ საკონსულტაციო პროექტს საქართველოში, EucationUSA-ის ლიდერთა აკადემია (Competitive College Club Georgia), რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების ჩართვას ქვეყნის მასშტაბით.

EducationUSA-ის ლიდერთა აკადემია არის ახალგაზრდა მოტივირებული და ნიჭიერი მოსწავლეებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელთაც აქვთ სურვილი ჩააბარონ ამერიკულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში და მიიღონ ბაკალავრის განათლება აშშ-ში. ლიდერთა აკადემია ითვალისწინებს მისი წევრების თანმიმდევრულ მომზადებას აშშ-ის უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში ჩაბარების პროცესში. აკადემიის სილაბუსის სტრუქტურა შედგება სამი ნაწილისგან, რაც უზრუნველყოფს შესაბამისი საუნივერსიტეტო ბიოგრაფიის მომზადებას და მოიცავს კონსულტაციების სრულ ციკლს კონკურენტული აპლიკაციებისა და ესეების შესადგენად, ინტერვიუსთვის მომზადებას, მოხალისეობრივი შესაძლებლობების შექმნას, ლიდერული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და სხვა აქტივობებს . EducationUSA-ის ლიდერთა აკადემია არის დამოუკიდებელი, დისციპლინირებული და თვითორგანიზებული მოსწავლეებისთვის, რომელთაც აკადემია უქმნის უპირატეს შესაძლებლობებს მოხვდნენ ამერიკულ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში და მოიპოვონ დაფინანსება, თუმცა გარანტირებულად არ უზრუნველყოფს ჩარიცხვას/დაფინანსებას.

EducationUSA-ის ლიდერთა აკადემიის წევრობა უფასოა და შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა. მონაწილეობისთვის საჭიროა მაღალი მოტივაცია, აპლიკაციის სრულყოფილად შევსება და ინტერვიუს წარმატებით გავლა.

მოთხოვნები:

1. უნდა იყო მე-9-10-11 კლასის მოსწავლე კარგი/საუკეთესო აკადემიური მოსწრებით
2. უნდა იყო დაინტერესებული აშშ-ში განათლების მიღებით
3. უნდა შეგეძლოს სამოტივაციო წერილის და ესსეს დაწერა და ინტერვიუს გავლა (ონლაინ ან პირისიპირ)
4. უნდა წარმოადგინო ოფიციალური ნიშნების ფურცელი (ბოლო ორი წლის).
5. უნდა შეგეძლოს კლუბის ყველა აქტივობაში მონაწილეობა წლის მანძილზე პირადად ან დისტანციურ რეჟიმში (ინტერნეტი, ვებ პლატფორმა).

სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა გამოაგზავნეთ 2017 წლის 30 ოქტომბრამდე. 

Note/შენიშვნა:
1.Please attach official student grade transcript from your school (last two years)/გთხოვთ, აპლიკაციასთან ერთად გამოაგზავნოთ ბოლო ორი წლის ოფიციალური ნიშნების ფურცელი PDF ფორმატში.
2. Any document verifying your social status if you marked “yes” in the Section 3. გთხოვთ, აპლიკაციასთან ერთად გამოაგზავნოთ სოციალური სტატუსის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი თუ მე-3 სექციაში მონიშნეთ „დიახ“.

E-mail: educationusageorgia@gmail.com
Facebook: EducationUSA Georgia
Phone: +995 322 2 25 26 15

Question Title

* 1. ინფორმაცია სტუდენტის შესახებ

Question Title

* 3. ინფორმაცია ოჯახის შესახებ:
მშობელი/მეურვე (1)

Question Title

* 4. ინფორმაცია ოჯახის შესახებ:
მშობელი/მეურვე (2)

Question Title

* 6. ინფორმაცია სკოლის შესახებ:

Question Title

* 7. Please list at least three Academic Awards/Scholarships/Exchange Programs/Civic and Leadership projects which you have participated in

Question Title

* 8. Why are you interested in EducationUSA Leadership Academy? What makes you a good Candidate for this Club? What is your motivation to study in the USA? (300 words)

Question Title

* 9. Please describe your favorite extracurricular or volunteering activity. What was your role? Why was it important for you? (250 words)

Question Title

* 10. What do you think are your needs to better prepare for applying to study in the USA? (250 words or less)

T