ეროვნული ბანკის 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის პრიორიტეტების შესახებ კითხვარი

ეროვნული ბანკი სამ-წლიანი (2023-2025 წლების) საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესშია, რომლის მიზანია ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის შესრულების მიზნით, მისიის, ხედვისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვა და მისი შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის დაგეგმვა.
 
ამ პროცესში, მნიშვნელოვანია, გავიგოთ თქვენი მოსაზრებები ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე. შესაბამისად, გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი მოსაზრებები ქვემოთ მოცემულ ყველა ან რომელიმე კითხვაზე.
 
მოსაზრებების დაფიქსირება შესაძლებელი იქნება 2022 წლის 31 აგვისტომდე. დამატებითი კითხვების ან პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: SupervisoryStrategy@nbg.gov.ge.
1.გთხოვთ, მიუთითოთ სახელი და გვარი/ორგანიზაციის სახელწოდება:
2.რა მიგაჩნიათ ისეთ მნიშნელოვან მიმდინარე და მოსალოდნელ, განვითარებად რისკებად და საკითხებად, რომლებიც ეროვნულმა ბანკმა უნდა გაითვალისწინოს 2023 – 2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებისას?

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ საზედამხედველო სტრატეგია მოიცავს ეროვნული ბანკის უშუალოდ საზედამხედველო მანდატის ფარგლებში შემავალი საკითხების თაობაზე ბანკის სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და ხედვებს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ვალდებულია ხელი შეუწყოს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს, პოტენციური რისკების შემცირებას.

ეროვნულ ბანკს მინიჭებული აქვს სრული უფლებამოსილება, ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების, საბანკო ჯგუფების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების, საბროკერო კომპანიების (გარდა სადაზღვევო ბროკერებისა), საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიების, ანგარიშვალდებული საწარმოების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების, საინვესტიციო ფონდების, საგადახდო სისტემის ოპერატორების, საგადახდო მომსახურების პროვაიდერების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტების საქმიანობას.

პრუდენციული ზედამხედველობის რეჟიმი ორიენტირებულია მთლიანი ფინანსური სისტემის მდგრად ფუნქციონირებაზე. აღნიშნული გულისხმობს არა საფინანსო სისტემის მონაწილე თითოეული ინსტიტუტების გაკოტრების თავიდან გარდაუვალ არიდებას, არამედ გაკოტრების რისკებისა და საფრთხეების დროულად გამოვლენას და სათანადო ზომების მიღებით მთლიან საფინანსო სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებაზე გამოწვეული უარყოფითი ეფექტების მაქსიმალურ შემცირებას.
3.ეროვნული ბანკის ფუნქციებისა და საზედამხედველო მანდატის გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა უნდა იყოს 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის ძირითადი პრიორიტეტები?

შეგახსენებთ, რომ ეროვნული საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის მიზანი ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის შესრულების მიზნით, მისიის, ხედვისა და ფასეულობების გათვალისწინებით, სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვა და მისი შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის დაგეგმვაა.

საფინანსო სექტორის ზედამხედველობის თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკის კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა, შესაბამისად, საზედამხედველო სტრატეგიული პრიორიტეტები ეროვნული ბანკის აღნიშნული მანდატის შესრულებას უნდა ემსახურებოდეს.
4.თქვენი მოსაზრებით, სხვა რა ფაქტორები და საკითხები უნდა გაითვალისწინოს ეროვნულმა ბანკმა 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემუშავების პროცესში?

შეგახსენებთ, რომ 2020-2022 წლებში ეროვნული ბანკი თავის საქმიანობას შემდეგი საზედამხედველო პრიორიტეტების გათვალისწინებით წარმართავდა:

1.       ლიდერობისა და ინიციატივების წამახალისებელი კორპორატიული კულტურის გაძლიერება;
2.       დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება;
3.       საფინანსო სექტორის მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა;
4.       საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
5.       მდგრადი ფინანსური ტექნოლოგიების ეკოსისტემის განვითარება.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, იხილოთ  2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგია და მისი განახლებული გამოცემები და 2021 წლის „ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის“ (FSAP) რეკომენდაციები.