,, იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში" |
მოგესალმებით
ა/წ 22 ოქტომბერს 11:00 სთ-ზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მეორე სართულზე არსებულ საბჭოების დარბაზში, დაგეგმილია ინტერაქტიული კონფერენცია სახელწოდებით: ,,იშვიათი კლინიკური შემთხვევები პედიატრიაში“
მომხსენებლები:
სოფო ბახტაძე - ბავშვთა ნევროლოგიის დეპარტამენტის პროფესორი;
მიხაილ ლენცე - ბონის უნივერსიტეტის ჰოსპიტალი, პედიატრიის დეპარტამენტი, გერმანია;
თინათინ კუტუბიძე - ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
მერაბ ბუაძე - ბავშვთა ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი;
ეკა ფაცაცია - ენდოკრინოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი;
ინტერაქტიულ კონფერენციაში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეობის საშუალება ექნება პირველ 80 რეგისტრირებულს.