სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში (სფმ-2024) |
პ რ ო გ რ ა მ ი ს ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ა
1 / 2 |
GIPA და სფფ აცხადებენ მიღებას ერთობლივ სასერტიფიკატო პროგრამაზე ფეხბურთის მენეჯმენტში. პროგრამა განკუთვნილია სფფ-ის იურისდიქციაში შემავალი სუბიექტების მიერ წარდგენილი პირებისთვის.
პროგრამა შედგება 6 მოდულისგან:
1. მსოფლიო ფეხბურთის მოწყობა (05-08.03.2024)
2. სტრატეგიული მართვა (10-12.04.2024)
3. მარკეტინგი და სპონსორობა (13-15.05.2024)
4. ოპერაციული მართვა (05-06.06.2024)
5. მედია და საზოგადობასთან ურთიერთობა (26-27.06.2024)
6. ღონისძიებების მართვა (27-28.06.2024)

ტექნიკური აღწერილობა:
სწავლის დასაწყისი: 05.03.2024
სწავლის ხანგრძლივობა: 6 თვე, სალექციო დღეებში, 10:00-18:00სთ
ფინალური გამოცდა: 10.09.2024
კურსის მოცულობა: 168 საათი
სწავლების ენა: ქართული
სწავლის დასაწყისი: 05.03.2024
სწავლის ხანგრძლივობა: 6 თვე, სალექციო დღეებში, 10:00-18:00სთ
ფინალური გამოცდა: 10.09.2024
კურსის მოცულობა: 168 საათი
სწავლების ენა: ქართული
სერტიფიკატი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატი, სხვა დანარჩენ შემთხვევაში - პროგრამაზე დასწრების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სერტიფიკატის აღების წინაპირობა: პროგრამის მანძილზე, მსმენელებმა განვლილ საგნებში უნდა ჩააბარონ გამოცდები, ასევე კურსის ბოლოს უნდა წარმოადგინონ წარმდგენი ორგანიზაციის განვითარების ინდივიდუალური გეგმა/პროექტი. ერთზე მეტი მოდულის გაცდენის შემთხვევაში, სერტიფიკატი არ გაიცემა.
ფეხბურთის სერტიფიცირებული მენეჯერის სერტიფიკატის მისაღებად სავალდებულოა აქტიური მონაწილეობა პრაქტიკულ აქტივობებში.
მიღების პროცედურები:
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: მყარი მოტივაცია, ორგანიზატორული უნარები, ინიციატივურობა და კომუნიკაციისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.
მონაწილეების შერჩევის კრიტერიუმები: მყარი მოტივაცია, ორგანიზატორული უნარები, ინიციატივურობა და კომუნიკაციისა და კომპიუტერული პროგრამების გამოყენების უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა 20.11.2023-მდე უნდა შეავსონ წინამდებარე ონლაინ განაცხადი და ამავე კითხვარში ატვირთონ: პირადობის მოწმობის ასლი და წარმდგენი სფფ-ის სუბიექტის ნდობის წერილი.
ნდობის წერილში (ნიმუშის შესაბამისად - იხ. სფფ-ის ვებსაიტზე), სფფ-ის იურისდიქციაში შემავალი ორგანიზაციის უფლებამოსილმა პირმა ხელმოწერით უნდა დაადასტუროს, რომ ფინანსურად უზრუნველყოფს განმცხადებლის მონაწილეობას პროექტში და მისცემს წვდომას ორგანიზაციის ინფორმაციაზე (ფინანსური, იურიდიული და ა.შ.), რაც საჭირო იქნება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული პროექტის მოსამზადებლად, ასევე, არ შეაფერხებს მის ჩართულობას პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში.
განაცხადების მიღების შემდეგ, 27-30.03.2023 ჩატარდება გასაუბრება მიმღებ კომისიასთან, რაზედაც შერჩეული კანდიდატები ინფორმირებულნი იქნებიან ელფოსტით.
კურსზე ჩარიცხულთა საბოლოო სია გამოქვეყნდება 15.12.2023.
სწავლის საფასური: ჩარიცხულმა სტუდენტმა უნდა გადაიხადოს 1'500 ლარი, სრულად, სწავლის დაწყებამდე, სფფ-ის შემდეგ ანგარიშზე:
სს „საქართველოს ბანკი“
ბანკის კოდი: UGEBG22
ა/ა GE88BG0000000120626001
ბანკის კოდი: UGEBG22
ა/ა GE88BG0000000120626001
პროექტის დანარჩენ ხარჯებს სრულად ანაზღაურებს სფფ.
სწავლის საფასური გადამხდელს არ უბრუნდება!
სწავლის საფასური გადამხდელს არ უბრუნდება!